კიდევ რა მისამართებზე იზღუდება წყლის მიწოდება

2023-06-21 17:36:42

კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავში ზედგენიძის ქ. N30-თან ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 21 ივნისს,  17:30 საათიდან 21 ივნისის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ზედგენიძის და ბელიაშვილის ქუჩას.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალის" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.