კახაბერ ცხვარაძე, თვითნასწავლი მხატვარი რუსთავიდან

2026-03-13 19:52:28

კახაბერ ცხვარაძე 49 წლის თვითნასწავლი მხატვარი რუსთავიდან.

მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერასა და ლიტერატურას. იგი აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და კონკურსებში.

კახაბერმა 2008 წლის ომში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო აქტიური ხატვა. ამ პერიოდში მან მოხატა ეკლესიის კედელი ყურძნის ლებნით. ეს მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო.
კახაბერი მუშაობს სხვადასხვა ტექნიკით: ფანქარი, აკრილი, პასტელი და სხვა მედიუმებით.

იგი 300 ნამუშევრის ავტორია და ნახატები წარმოდგენილი იყო რუსთავის მუზეუმში. მას ჩატარებული აქვს 4 პერსონალური გამოფენა და მონაწილეობა მიღებული აქვს დაახლოებით 30 ჯგუფურ გამოფენაში.

მხატვარმა გამოსცა წიგნი „წვეთის მადლი“, სადაც თავმოყრილია მისი ლექსები (წიგნს თან ერთვის მისივე ნახატები). ასევე არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი.