2026-03-14 00:20:32
რუსთავში არასრუწლოვნებს შორის კამათის დროს 2 მოზარდი დაჭრეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 2 არასრულწოვანის დაჭრით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
დაჭრილები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პაციენტებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ მოახდინა დამნაშავის იდენტიფიცირება და ის უკვე მხილებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.