ავტომობილში სკოლის პედაგოგი გარდაცვილილი იპოვეს

2026-03-13 17:34:18

ტაბახმელაში, ავტომობილიში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.