რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდა

2023-06-17 12:08:47

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის სააგენტოს მიმდებარედ მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 17 ივნისს  11:30 საათიდან  17:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გ.ჩოხელის  გასასვლელებით,  გ.დოლიძის გასასვლელით და გონაშვილის ქუჩებს.  

კულტურისა და დასვენების პარკის მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 17 ივნისს  12:30 საათიდან  18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ  ახალ ბინებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადება.