რუსთავში მაინერების კომპანიას ელ.სადენი მოპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, სასტუმროს მიმდენარე ტერიტორიიდან, ერთერთი კომპანიის კუთვნილი მაღალი ძაბვის, 40 მეტრამდე ელ. სადენი ორმა კაცმა მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 2 ბრალდებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.