კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის სამშვილდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 13 ივნისს, 17:30 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გ. ჯავახიშვილის, სამშვილდეს, ნეკრასოვის და ტოლსტოის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.