კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.
"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის სანაპიროს ქ. N41-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 12 ივნისს, 15:30 საათიდან 18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სანაპიროს ქუჩას.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის."