კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის დ. აღმაშენებლის მე-2 შესახვევთან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 10 ივნისს 19:50 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დ. აღმაშენებლის 1, 2, 3, 4, 5 შესახვევებს
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.