რუსთავში, რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა.
"კომპანია ,"რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის დ. აღმაშენებლის მე-2 შესახვევთან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 10 ივნისს 14:30 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დ. აღმაშენებლის 1,2,3,4,5 შესახვევებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით", - ნათქვამია კომპანია "რუსთავის წყლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.