კომპანია "რუსთავის წყალი" მე-7 მკრ-ნი N7-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 8 ივნისს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-7 მკრ-ნის N 7, 8, 10, 12, 13, 14, 15 და ჟ. შარტავას N8-ს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.