კომპანია ,,რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მშვიდობის ქ. N1-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 ივნისს, 19:00 საათიდან ხვალ, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.