კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის დადიანის ქუჩა N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 ივნისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ლესელიძის (ჩიხები და გასასვლელები), შ.არაგვისპირელის მე-2 ჩიხს და 1 და მე-2 გასასვლელებს, ასევე, დადინის, ბესიკის და სანაპიროს ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.