როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-06-06 11:56:42

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-12 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 ივნისს, 11:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:  

XII და XVI მიკრო რაიონებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის  მთისძირის რეზერვუარზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 ივნისს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დოლიძის, გონაშვილის, ჩოხელის (გასასვლელებით) ქუჩებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.