რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
რუსთავში მიმდინარე, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთველის სახელობის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 ივნისამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შარტავას სახელობის მოედანზე.
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.