კომპანია რუსთავის წყალის განცხადება:
"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის მ. კოსტავა გამზირი N34 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 1 ივნისს, 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთავის მარცხენა სანაპიროს
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით."