რუსთავში 20 000-მდე დოლარის მოპარვა სცადეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორი შენიღბული მამაკაცი 4 პირს, რომელსაც თან 20 000 დოლარამდე თანხა ჰქონდათ, ქუჩაში დახვდა და იარაღის მუქარით თანხის გატაცებას შეეცადა.
მამაკაცებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც თანხის მფლობელი ორი პირი დაშავდა.
დაშავებულებმა თვითდინებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გაწეული წინააღმდეგობის შედეგად თავდამსხმელებმა თანხის გატაცება ვეღარ შეძლეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ყაჩაღობის მუხლით 3 პირი დააკავეს.