"ელექტრონული რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად სარეგისტრაციო საიტზე www.rustavikids.ge
პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია გაიმართება 2 ივნისს დილის 10 საათიდან 17 საათამდე.
2 ივნისს რეგისტრაციას გაივლიან უპირატესად ჩასარიცხი, პრიორიტეტით მოსარგებლე ბავშვები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები (პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის (პროგრამის) მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება) წარმოსადგენი დოკუმენტი: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ბავშვის სსსმ სტატუსი და იკითხება კონკრეტული დიაგნოზი.
ბ) დედმამიშვილები (ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ფილიალში ჩარიცხული აღსაზრდელის დედმამიშვილი, გარდა 2022-2023 სასწავლო წლის 5-6 წლიან ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებისა) წარმოსადგენი დოკუმენტი: ცნობა აღსაზრდელის ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ფილიალში ჩარიცხვის შესახებ.
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირის შვილი ან/და ნაშვილები) წარმოსადგენი დოკუმენტი: ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან დედის შესახებ ან/და მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები (სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი) წარმოსადგენი დოკუმენტი: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან მოწერილობა, რომლითაც დასტურდება ზემოაღნიშნული ან/და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულება.
ე) ობოლი ბავშვები ან ბავშვები, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ ერთი მშობელი (ობოლი ბავშვი-რომელსაც არცერთი მშობელი არ ჰყავს) წარმოსადგენი დოკუმენტი: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის გარდაცვალების მოწმობა
ვ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები (პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები); (წარმოსადგენი დოკუმენტი: მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი)
ზ) ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანება“-ის თანამშრომელთა შვილები. (ცნობა პირის ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანება“-ში დასაქმების შესახებ)
პრიორიტეტული კატეგორიით დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივნისისა შესაბამის ფილიალში წარადგინოს პრიორიტეტული კატეგორიის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩარიცხვისთვის სავალდებულო დოკუმენტაცია.
მეორე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება 20 ივნისს.
20 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2020 წლიდან-30.09.2021 წლის ჩათვლით);
ბ) 11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);
გ) 12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);
დ) 13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2017 წლიდან-30.09.2018 წლის ჩათვლით);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისს, შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1.ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ყურადღება!
2021 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს N1, 11, 25 ფილიალი.
გისურვებთ წარმატებას!
ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
(0341) 220076"