რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზი ნაწილი გადაკეტილია.
მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ცალმხრივად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეზღუდული.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა გზის გადაკეტვის მიზეზი და რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი შემაფერხებლები ღამის საათებში გამოჩნდა.
“ინფო რუსთავი” დეტალებს არკვევს, დაზუსტების შემდეგ კი დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.