წყლის მიწოდების 24 საათიანი შეზღუდვა

2023-05-18 15:07:27
კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს:

"ხვალ, 19 მაისს, კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები და შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა.
აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება, კომპანიის 6 ტექნიკური ჯგუფი მაგისტრალური ქსელის 13 მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად იმუშვებს.
მაგისტრალური ქსელზე არსებული დაზიანებების აღდგენის შედეგად გაუმჯობესდება წყლის ნაკადების მართვა და შემცირდება დანაკარგების რაოდენობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 მაისს 14:00 საათიდან 20 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით."