რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში, ციხის ნანგრევების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერა და შეამოწმა.
ჩხრეკის შედეგად კაცს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
პოლიციამ ახალგაზრდა ბრალდებულის სახით დაკავა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.