აშშ-ის ტეხასის შტატში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ქალაქ ალენის სავაჭრო ცენტრში მამაკაცი გამვლელებს უმისამართოდ ესროდა.
სავაჭრო ცენტრიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. სულ მცირე შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციის განცხადებით, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა.