რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2023-05-06 00:16:53

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, 60 წლამდე მამაკაცსა და 50 წლამდე ქალს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ქმარმა ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. აღნიშნულ მისამართზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.