შეხვედრა რუსთავის მუნიციპალურ სერვისცენტრში [photo]

2023-05-05 18:30:32

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისებს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება-თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს კევინ მაკლოკინს გააცნო.

ნინო ლაცაბიძემ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში ძალიან მალე მიიღებენ.

შეხვედრა, პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იმ  ერთობლივი  სამოქმედო გეგმის  ნაწილია, რომელიც   USAID-ის ადგიობრივი თვითმმართველობის პროგრამას და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 5 წელიწადში უნდა განხორციელდეს. 

ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია, მოქალაქეებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოემსახურება.

სერვისცენტრსში მოქალაქეები ერთ  სივრცეში ისარგებლებენ ყველა იმ სერვისით, რასაც  მუნიციპალიტეტი რუსთაველებს სთავაზობს.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიზანი,  საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა  და  ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდაა.