თურქეთის ქალაქ ბურსაში სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი ბარიერს შეეჯახა.
მომხდარის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მათგანი მასწავლებელი იყო, ხოლო 2 მძღოლი.
სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანა.