რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.
თამარ მეფის, ჟიული შარტავას და რუსთაველის სახელობის მოედნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა თამარ მეფის სახელობის მოედანზე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.