კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს:
"ხრამის სათავე ნაგებობაზე ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, წყალმომარაგება შეუწყდებათ დღეს 13:00 საათიდან 19:00 საათამდე:
რუსთავის მარჯვენა სანაპირო და ჭყონდიდელის დასახლება (ინტერნატები)", - ნათქვამია განცხადებაში.