სეზონური ალერგია - გაზაფხულზე ყოველთვის მეტ აქტუალობას იძენს.
"ინფო რუსთავის" რუბრიკაში "ვიზიტი ექიმთან" ალერგოლოგი, ნინო მჭედლიშვილი, ალერგიის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე და დროული დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე საუბრობს.
"უმრავლესობას ეწყება ცემინება, თვალების ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ხშირად ჰგონიათ რომ ეს არის ვირუსული ინფექცია, თუმცა ალერგიასა და ვირუსულ ინფექციას შორის განსხვავება ის არის, რომ ალერგიის დროს ქავილი არის გამოხატული. ვირუსული ინფექციის დროს კი - უფრო არის ყვითელი გამონადენი ცხვირიდან.
ძალიან დიდი რაოდენობა პაციეტებისა, თვითნებურად მიმართვენ ცხვირის გამხსნელებს. გამხსნელების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება არაფრით არ შეიძლება, რადგან იწვევს დამოკიდებულების გაჩენას და ვითარდება მედიკამენტოზური რინიტი, როგორც ნარკოტიკი ისე ხდება გამხსნელეზ დამოკიდებულება, მის გარეშე ვეღარ სუნთქავენნ, გარდა ამისა იწვევს სხვა გვერდით ეფექტებს, ამიტომ აუცილებელია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა"