როგორ მოვუაროთ ჩუტყვავილას დროს გამონაყარს, თემასთან დაკავშირებით, "ინფო რუსთავის" რუბრიკაში "ვიზიტი ექიმთან" დერმატოლოგმა - მერაბ ხვედელიძემ ისაუბრა:
"ჩუტყვავილას დროს აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის იზოლაცია, პაციენტს უნდა ჰქონდეს თავისი კოვზი, თავისი ჭიქა.
პაციენტი განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მოხუცებს, რომლებსაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვთ.
ჩუტყვავილას დროს, გამონაყარმა იცის ქავილი, ამ დროს პაციენტებს ვაფრთხილებთ რომ ეცადონ და არ გააღიზიანონ უფრო მეტად, თავიდან არის პატარა ბუშტუკი, რომელიც უნდა გაშრეს, ქერქის ქვეშ მიდის მერე შეხორცებითი პროცესი.
როცა პაციენტი გამონაყარს იქავებს და ქერქს ნაადრევად ხსნის, ამ შემთხვევაში უფრო ღრმა დეფექტი დარჩება... სანამ "ბუშტუკები" არის უნდა დამუშავდეს - კასტელანით, ბრილიანტის მწვანით, რომ რაც შეიძლება მალე გაშრეს და გადავიდეს ქერქის სტადიაში."