რუსთავში, სასაფლაოებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.
აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად, მოქალაქეები სასაფლაოების დასასუფთავებლად მიემართებიან, რასაც, სავარაუდოდ, გაზრდილი საავტომობილო ნაკადი უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ პრობლემას წარმოადგენს ამ ტერიტორიაზე პარკინგის არ არსებობა.