რუსთავში მიცვალებულის დაკრძალვა 50-დან 2700 ლარამდე დაგიჯდებათ.
დამოკიდებულია, სად არჩევთ დაასაფლავოთ მიცვალებული მუნიციპალურ თუ კერძო სასაფლაოზე, ასევე რამდენ ადგილიანი მიწის ყიდვა გსურთ.
მიწის ფასი გაცილებით იაფია მუნიციპალურ სასაფლაოზე.
საფლავის საფასური მუნიციპალურ სასაფლაოზე:
1. ერთადგილიანი - 50 ლარი
2. ორადგილიანი - 100 ლარი
3. სამადგილიანი - 200 ლარი
4. ოთხადგილიანი - 300 ლარი
არსებულ სასაფლაოზე ერთი ადგილის მომატება – 150 ლარი, სამარხზე მომსახურება (მიწის გათხრის სამუშაოები) – 120 ლარი.
განსხვავებით მუნიციპალურისგან კერძო სასაფლაოზე ერთ ადგილიან საფლავს ვერ შეიძენთ, რადგან არ არსებობს. ორადგილიანი საფლავის ფასი კი მუნიციპალურ სასაფლაოზე 22-ჯერ მეტია.
1. ორადგილიანი - 2200 ლარი
2. სამადგილიანი - 2500 ლარი
3. ოთხადგილიანი - 2700 ლარი
როგორც კერძო სასაფლაოზე განგვიცხადეს, ამ ფასში შედის სასაფლაოს ბეტონით მოწყობა.