რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე დასრულდა ბავშვთა ფეხბურთის გამორჩეული სპეციალისტების, მურმან გოგოლაძისა და თამაზ დოდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა (2013 წელს დაბადებულნი) ტურნირი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ რუსთავის საფეხბურთო სკოლების გუნდები.
ფინალური მატჩი უაღრესად დაძაბულად წარიმართა და "გორდას" ნორჩი ფეხბურთელის, საბა მელიქიშვილის ერთადერთი გოლი გადამწვეტი აღმოჩნდა.
მურმან გოგოლაძისა და თამაზ დოდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი I ტურნირის გამარჯვებული გახდა გორდა I.
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ტურნირის არბიტრი დავით ინდუაშვილი.