როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები

2023-04-08 11:56:48

8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე  შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 აპრილი + 13 °C, 9 აპრილი + 23 °C, 10 აპრილი + 17 °C, 11 აპრილი + 20 °C.