ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს.
ინფორმაციას ამერიკული მედია CNN-ი ავრცელებს.
ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარუდგინეს.
ახლა დონალდ ტრამპი, რომელსაც ბრალი 30 საქმეზე აქვს წარგენილი, სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება.
CNN-ის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ.
როგორც მედია წერს, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით სწრაფი და რუტინული იქნება.