რუსთავში მაღაზიის მენეჯერს სცემეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, სურსათის ერთერთ მაღაზიაში, 50 წლამდე მამაკაცმა პროდუქტის მოპარვა სცადა. ფაქტის შესახებ შეიტყო მენეჯერმა რის შემდეგაც მამაკაცს მოუწოდა რომ პროდუქტის საფასური გადაეხადა. მენეჯერსა და მომხმარებელს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რა დროსაც მენეჯერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მოპარული პროდუქტი. მამაკაცი ადგილზე დააკავეს.