„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“

2023-03-31 17:42:02

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ  - QR კოდების მეშვეობით.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.