ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის დროს 2 არასრულწლოვანი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა 8 წლის ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.