ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს.
ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.