თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.
მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.