ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ხუთი დაშავებულიდან სამი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, ხოლო ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.