თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს მე-3 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

2023-02-08 15:43:38

თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპული საქართველოს მე-3 მოქალაქე ნანგრევებში იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ფაქტი დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი.  მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან  ხორციელდება შესაბამისი პროცედურები",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" საგარეო საქმეთა სამინისტროში

ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 11 000-ს გასცდა.

ათასობით ადამიანი კი კვლავ ნანგრევებში რჩება, 50 000 კი დაშავებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები