თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 4300-ს გასცდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის დროს მხოლოდ თურქეთში 3400-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო სიარიაში 1400-მდე.
თურქეთში დაშავებულთა რიცხვი 20 000-ს გასცდა, რამდენიმე ათასი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის დროს დაინგრა და მიწასთან გასწორდა 5000-ზე მეტი შენობა.
7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრა, რომელსაც 240-ზე მეტი ბიძგი მოყვა, ათასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა.
ათასობით დაღუპულს შორის 2 საქართველოს მოქალაქეცაა.