თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა [video]

2023-02-06 12:36:14

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

თურქეთის ვიცე პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა, ხოლო 2323 დაშავებულია.

სირიის ოფიციალური პირების ცნობით კი, მათ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 237-ზე მეტია, დაშავებულია 600-მდე.

თურქეთის 10 ქალაქში, რომლებიც მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა, 2000-მდე შენობა მთლიანად დანგრეულია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც 100-წამზე მეტხანს გრძელდებოდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები