ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე კაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბათუმის მედცენტრში გადაიყვანა.
სამწუხაროდ, მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.