ზუგდიდში, პირველი მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენები გახდა.
შემთხვევის დროს სახლში დედა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა მოასწრეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ფოტო: რადიო ათინათი