5 655 145 ლარი რუსთავის სკოლის რეაბილიტაციისთვის [photo]

2022-12-19 11:33:42

რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5 655 145 ლარი გამოყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რეაბილიტაციის დროს განახლდება სკოლის როგორც შიდა ნაწილი, ასევე ფასადი. კეთილმოეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია.

ცნობისთვის, როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, მათ 2023 წლისთვის 21-ე სკოლასთან ერთად დაგეგმილი აქვს მე-2, მე-3, მე-6 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები