თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში 8 000 დოლარით სავსე ჩანთა მოიპარეს. შემხვევა ბოლუს პროვინციაში მოხდა.
თურქული გამოცემის ცნობით, ჩანთა სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში იდო.
პოლიციამ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ორი ქართველის კვალზე გავიდა,.