როგორია რუსთავში მეგობრის მიერ დაჭრილი გოგოს მდგომარეობა

2022-11-29 14:21:08

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მეგობრის მიერ დაჭრილი 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განუცხადა.

პაციენტი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ახლა ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მეგობრობის გამზირზე ორ ახალგაზრდა გოგოს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები