რუსთავში მეგობრობის გამზირზე "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიის თანამშრომელი დაჭრეს. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 21 წლის გოგო ურთიერთშელაპარაკების დროს მისმა 18 წლის მეგობარმა გოგომ ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა პაატა პაატიშვილმა განგვიცხადა, გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.