თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯის სიახლოვეს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. [ვიდეო/video]
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევები იგრძნობოდა სტამბულსა და დედაქალაქ ანკარაშიც.
ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის დროს 46 ადამიანი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მათთან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.